Freedom House-ის ანგარიშის თანახმად, საქართველომ თავისუფლების რეიტინგში 2 ქულით უკან დაიხია, თუმცა მეზობელ ქვეყნებში კვლავ ლიდერია

გავლენიანმა საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-მა ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს თავისუფლების რეიტინგში 100 ქულიდან 61 აქვს მინიჭებული. აღნიშნული შეფასებით, შარშანდელთან შედარებით, საქართველომ ორი ქულით უკან დაიხია. 2019 წელს ქვეყნის მაჩვენებელი 63 ქულა იყო.

ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო ნარინჯისფერი ფერითაა აღნიშნული, რაც „ნაწილობრივ თავისუფალს“ აღნიშნავს. პოლიტიკურ უფლებებში საქართველოს 40-დან 24, ხოლო სამოქალაქო უფლებების მხრივ ქვეყანას 60-დან 37 ქულა აქვს მინიჭებული.

რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, ანგარიშის თანახმად, სომხეთს - 53, აზერბაიჯანს -10, რუსეთს - 20, ხოლო თურქეთს - 32 ქულა აქვს მინიჭებული. აღმოსავლეთ პარტნირობის სხვა ქვეყნების მონაცემები კი ასეთია: უკრაინა - 62, მოლდოვა - 60, და ბელარუსი - 19 ქულა.

აღსანიშნავია, რომ Freedom House-ის ანგარიში „თავისუფლება მსოფლიოში“ ყოველწლიურად ქვეყნდება. 100 ქულიანი შეფასებიდან 0-არათავისუფალს ნიშნავს, ხოლო 100-თავისუფლების უმაღლესი მაჩვენებელია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა