ამირან გამყრელიძე - უმორჩილესი თხოვნაა, რომ თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფმა პირებმა მაქსიმალურად დაიცვან წესები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფ პირებს მოუწოდებს, რომ არსებული წესები დაიცვან.

გამყრელიძის თქმით, თუ მოქალაქეები დაიცავენ ყველა წესს, ამით ინფექციის გავრცელების შეკავებას შეუწყობენ ხელს.

„მოვუწოდებ თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფ პირებს. თხოვნაა უმორჩილესი, დაიცვან მაქსიმალურად კარანტინის წესები. ამით ისინი მნიშვნელოვნად შეუწყობენ ხელს ინფექციის შეკავებას და არ გავრცელებას. ეს გახლავთ მათი დიდი სამოქალაქო პასუხისმგებლობა. თუ ისინი დაიცავენ ყველა წესს, ჩვენ წინ აღვუდგებით ინფექციის გავრცელებას. ბევრია დამოკიდებული იმ ადამიანებზე, ვინც დღეს იმყოფებიან კარანტინში და თვითიზოლაციაში და ეს არის მათი მოქალაქეობრივი ვალი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ზოგადი რეკომენდაციები იგივე რჩება.

„ეს არის თავის არიდება საერთაშორისო მგზავრობაზე, არამარტო მაღალდასენიანებულ ქვეყნებში, არამედ ზოგადად. უკვე ასეული შემთხვევაა ევროპის წამყვან ქვეყნებში და ინფექცია ჯერჯერობით ვრცელდება. მოვერიდოთ მოგზაურობას მაქსიმალურად თუ ამის აუცილებლობა არ არის და მივდივართ, დავიცვათ წესები“, - განაცხადა გამყრელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა