პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული მეოთხე ადამიანის თვითმფრინავში არსებული კონტაქტები უკვე დადგენილია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული მეოთხე ადამიანის თვითმფრინავში არსებული კონტაქტები უკვე დადგენილია.

იმნაძის ინფორმაციით, ბოლო შემთხვევასთან დაკავშირებით სამუშაო გაადვილდა, რადგან საქართველოში დაბრუნების შემდეგ ინფიცირებული პირი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

„ძალიან გაგვიადვილა სამუშაო, იმიტომ, რომ თვითიზოლაციაში იყო, რამდენადაც გვაქვს უკვე ჩვენ მასზე ინფორმაცია. თვითმფრინავის კონტაქტები მოგეხსენებათ, რომ დადგენილია. დანარჩენი, ადამიანი თვითშეგნებით იყო, ჩამოვიდა თუ არა, სახლში იყო, თვითიზოლაციაში. მადლობა მას ასეთი თვითშეგნებისთვის”,- განაცხადა იმნაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან ორი ირანიდან, ორი კი იტალიიდან ჩამოსულ ადამიანს დაუფიქსირდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა