მთავრობა ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას, რომელიც ბაღების გაშენებით არის დაინტერესებული, ფინანსურად დაეხმარება

საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობა ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას, რომელიც ბაღების გაშენებით არის დაინტერესებული, ფინანსურად დაეხმარება. ამის შესახებ დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფოს ექნება 50%-იანი თანადაფინანსება ჭის, ჭაბურღილების და შესაბამისი სატუმბი მოწყობილობების დამონტაჟების შემთხვევაში, მაგრამ არაუმეტეს 15 000 ან 18 000 ლარისა.

„მოგაწვდით მოკლე ინფორმაციას იმ ცვლილებების შესახებ, რომელიც მთავრობამ დაამტკიცა პროგრამა „დანერგე მომავალთან“ მიმართებაში. ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც არის აღსანიშნავი, რასაც მოსახლეობა ითხოვდა, მათ შორის პრემიერთან შეხვედრისას შიდა ქართლში დაისვა ეს საკითხი და აქტუალურია განსაკუთრებით ოკუპაციის ხაზთან მიმდებარე სოფლებში წყლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. ეს უკავშირდება ახალი, ინტენსიური თუ ნახევრად ინტენსიური ბაღების გაშენების შემთხვევაში, ჭის, ან ჭაბურღილების და შესაბამისი სატუმბი სისტემების უზრუნველყოფის თანადაფინანსებას, რასაც სახელმწიფოს მხრიდან განახორციელებს ჩვენი სამინისტრო. ჩვენ გვექნება 50%-იანი თანადაფინანსება ჭის, ჭაბურღილების და შესაბამისი სატუმბი მოწყობილობების დამონტაჟების შემთხვევაში, მაგრამ არაუმეტეს 15 000 ან 18 000 ლარის გრანტი. იმ შემთხვეაში, თუ ეს არის ინდივიდუალური განაცხადი, მაშინ მაქსიმალური თანადაფინანსების თანხა 15 000 ლარით შემოიფარგლება, ხოლო თუ ეს არის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, მაშინ თანადაფინანსების თანხა იქნება 18 000 ლარი. ასევე იმისთვის, რომ ის ბაღები, რომელიც შენდება პროექტი „დანერგე მომავლის“ ფარგლებში, იყოს მაქსიმალურად დაცული კლიმატური რისკებისგან, ჩვენ წავახალისებთ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების დამონტაჟებას და თანადაფინანსებას, აქ მაქსიმალური თანადაფინანსების გრანტი 10% იქნება, თუმცა დანარჩენი თანხის დაფინანსება შესაძლებელია არსებული აგროკრედიტის ფარგლებში, რაც შეღავათიანი ფინანსური რესურსებით, თანამედროვე ტექნოლოგიებს დამონტაჟების საშუალებას მისცემს მეურნეებს, რომლებიც ახალ ბაღებს აშენებენ, ან არსებული ბაღების მოდერნიზაციით არიან დაინტერესებული“, - განაცხადა დავითაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: მთავრობა ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას, რომელიც ბაღების გაშენებით არის დაინტერესებული, ფინანსურად დაეხმარება

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა