ლევან დავითაშვილის განცხადებით, სახელმწიფო დაფნის ბაღების გაშენებას დააფინანსებს

საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, სახელმწიფო დაფნის ბაღების გაშენებას დააფინანსებს.

ამის შესახებ დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, დაფნაზე მოთხოვნა საერთაშორისო ბაზრებზე იზრდება.

„საქართველოს ჰქონდა ოდითგანვე ტრადიციები ამ კულტურის წარმოების, თუმცა ჩვენი გეოგრაფია მნიშვნელოვანწილად გაიზარდა და ერთი ან ორი ქვეყნის {ნაცვლად}, დღეს ქართული დაფნის ექსპორტი ხორციელდება როგორც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ისე ევროპის ქვეყნებში და ცალსახად იმ ახალ თანამედროვე საწარმოებში, რომლებიც სახელმწიფოს თანადაფინანსებით გაჩნდა, ჩვენ დავინახეთ, რომ იყო სანედლეულო ბაზრის სიმწირე და ნედლეულის საჭიროება. ამიტომ უფრო პროფესიული, უფრო კომერციული ბაღების გაშენების ხელშესაწყობად, პროგრამა „დანერგე მომავალი“ არსებული პირობებით, დაფარავას მათ შორის დაფნის კულტურას“, - განაცხადა დავითაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა