სერგი კაპანაძე - არ ვაპირებთ ივანიშვილს მივცეთ საშუალება, პოლიტპატიმრების ბედით ივაჭროს და ვინმე ისეთ სისტემაზე დაითანხმოს, რომელიც არ არის არსებითად პროპორციული

„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის სერგი კაპანაძის განცხადებით, ისინი ბიძინა ივანიშვილს არ მისცემენ საშუალებას, პოლიტპატიმრების ბედით ივაჭროს და ვინმე ისეთ სისტემაზე დაითანხმოს, რომელიც არსებითად პროპორციული არ არის. მისივე თქმით, 110/40-ზე სისტემა მათი მხარდაჭერით არ ისარგებლებს.

კაპანაძის განცხადებით, გიგი უგულავამ და გიორგი რურუამ, კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ გაცილებით უფრო თავისუფლები არიან საპატიმროში, ვიდრე ბევრი სხვა ადამიანი ივანიშვილის ირგვლივ.

„ჩვენ დღეს ვნახეთ ორი პოლიტიკური პატიმრის, გიგი უგულავას და გიორგი რურუას წერილები საპატიმროდან. ძალიან ვაფასებთ ამ წერილებს, ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ეს ადამიანები გაცილებით უფრო თავისუფლები არიან საპატიმროში, ვიდრე ბევრი სხვა ადამიანი ივანიშვილის ირგვლივ. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნამდვილად არ ვაპირებთ მივცეთ ბიძინა ივანიშვილს საშუალება, რომ ივაჭროს პოლიტპატიმრების ბედით და დაითანხმოს ვინმე ისეთ სისტემაზე, რომელიც არ არის არსებითად პროპორციული. შესაბამისად 110/40 და ის სისტემა, რომელიც აქამდე იქნა შემოთავაზებული, ჩვენი მხარდაჭერით არ ისარგებლებს.

აქვე ხაზი მინდა გავუსვა, რომ ძალიან დასაფასებელი და გონივრულია ის პოზიცია, რომელიც ორივე პოლიტპატიმარმა გამოხატა, რომ თუ იქნება არსებითად პროპორციული სისტემა შემოთავაზებული, ჩვენ მას მხარს დავუჭერთ, ერთის მხრივ იმიტომ, რომ ეს არის საზოგადოების მოთხოვნა და მეორე იმიტომ, რომ სწორედ ასეთ სისტემაში იქნება შესაძლებელი კიდევ უფრო ივანიშვილის დამარცხება. სხვა სისტემაშიც დამარცხებადია ის თავისუფლად, მაგრამ ასეთ სისტემაში მით უფრო. ივანიშვილის დამარცხების მერე იქნება შესაძლებელი მათ შორის, პოლიტპატიმრების გათავისუფლება“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, რომ პატიმრობაში მყოფი თბილისის ყოფილი მერი, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ის ივანიშვილთან „კატა-თაგვობანას“ თამაშს არ აპირებს.

„არ მსურს ჩემი გათავისუფლების საკითხი გახდეს ბარიერი მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მიღების პროცესში, რაც ქვეყანას, მის მშვიდობიან განვითარებას, ჰაერივით სჭირდება“, - ნათქვამია გიგი უგულავას წერილში, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა.

ამავე საკითხზე სოციალურ ქსელში „მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილის, პატიმრობაში მყოფი გიორგი რურუას განცხადებაც გავრცელდა.

„როგორც მოქალაქეს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება, არ მსურს ჩემი, როგორც პოლიტპატიმრის გათავისუფლების საკითხმა, პროპორციულის მიახლოვებულ სისტემის შემოღებას შეუშალოს ხელი. სრულ ნდობას ვუცხადებ ჩემს მეგობრებსა და თანამებრძოლებს ოპოზიციური პარტიებიდან“, - ნათქვამია რურუას განცხადებაში.

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება