ნათია თურნავა - ცალსახაა, კორონავირუსის გამო მსოფლიო ეკონომიკა იზარალებს - ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს გამოწვევა

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ახალი კორონავირუსის ქვეყნის ეკონომიკაზე შესაძლო ზემოქმედება ისეთ საკითხებზეა დამოკიდებული, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ვერ აკონტროლებს.

კერძოდ, მინისტრი ვირუსის ეკონომიკაზე ზემოქმედების მიმართულებით ორ ფაქტორს: კორონავირუსის გავრცელების დინამიკასა და სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებებს გამოყოფს.

„ვირუსის საქართველოს ეკონომიკაზე, ისევე როგორც გლობალურ ეკონომიკაზე შესაძლო ზემოქმედება არ არის ზუსტი მათემატიკა. ძალიან ბევრი რამ, მათ შორის ჩვენს შემთხვვევაშიც, დამოკიდებულია ვირუსის გავრცელების დინამიკასა და სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებებზე, რაც არ არის ჩვენი კონტროლის ქვეშ არსებული საკითხები. აქედან გამომდინარე, ციფრები და მოლოდინები იცვლება.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველი ორი თვის განმავლობაში, სულ მცირე, იმ რამოდენიმე ქვეყნის მიმართულებით ტურისტული მიმოსვლის შეზღუდვის და შეწყვეტის გამო, პრაქტიკულად 30 მილიონ ლარზე მეტი ზარალი დაუდგა ტურისტულ ინდუსტრიას, მაგრამ ეს არ არის და ვერ იქნება ზუსტი ციფრი.

ცალსახაა, რომ გლობალური ეკონომიკა, მსოფლიო ეკონომიკა იზარალებს კორონავირუსის გამო. ისევ და ისევ, ყველაფერი არის დამოკიდებული იმაზე, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს გამოწვევა"- განაცხადა თურნავამ.

კითხვაზე, შეწყდება თუ არა იტალიასთან პირდაპირი ფრენები, მინისტრი აცხადებს, რომ გადაწყვეტილების მიღება მარტივი არაა.

„რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება არ არის მარტივი, რადგან ჩვენ დღემდე ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი პირდაპირი ფრენა გვქონოდა, რაც შეიძლება მეტ ქალაქთან, თუმცა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ჯანმრთელობა, ჩვენი მოქალაქეების დაცვაა ვირუსისგან და აქედან გამომდინარე, ეს თემები არის მსჯელობის საგანი“, - განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობამ პირდაპირი ფრენები უკვე შეწყვიტა ჩინეთთან და ირანთან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა