ბადრი ჯაფარიძე - თუ პოლიტიკური დევნა და დაპატიმრებები  გაგრძელდება, მივიღებთ არანორმალურ საარჩევნო გარემოს, როცა არჩევნების შედეგები ლეგიტიმაციის საფრთხის წინაშე დადგება

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განაცხადებით, თუ გაგრძელდება პოლიტიკური დევნა და დაპატიმრებები, მივიღებთ არანორმალურ საარჩევნო გარემოს. მისივე შეფასებით, ასეთ შემთხვევაში, არჩევნების შედეგები ლეგიტიმაციის საფრთხის წინაშე დადგება.

„დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყანაში მშვიდობიანი გარემოს შექმნა, ამიტომ უგულავას განცხადება არის პასუხისმგებლიანი და სახელმწიფოებრივი მიდგომა. ჩვენ ვსაუბრობთ ორ ელემენტიან შეთანხმებაზე. ერთი არის საარჩევნო სისტემა, რომელიც პროპორციულთან მიახლოებულ სისტემას გულისხმობს და მეორე - საარჩევნო გარემო. იმ შემთხვევაში, თუ გაგრძელდება პოლიტიკური დევნა და დაპატიმრებები, ჩვენ მივიღებთ არანორმალურ საარჩევნო გარემოს, როცა არჩევნების შედეგები ლეგიტიმაციის საფრთხის წინაშე დადგება. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპარლამენტის აქტიური მონაწილეობითა და მხარდაჭერით უნდა შედგეს შეთანხება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რადგან ეს გადაწყვეტილება ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს ქვეყანას მშვიდობიანი განვითარებისთვის’’, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ პრესსამსახური ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ პატიმრობაში მყოფი თბილისის ყოფილი მერი, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ის ივანიშვილთან „კატა-თაგვობანას“ თამაშს არ აპირებს.

„არ მსურს ჩემი გათავისუფლების საკითხი გახდეს ბარიერი მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მიღების პროცესში, რაც ქვეყანას, მის მშვიდობიან განვითარებას, ჰაერივით სჭირდება“, - ნათქვამია გიგი უგულავას წერილში, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა