დავით ბაქრაძე - პოზიცია, რომელიც უგულავამ და რურუამ დააფიქსირეს, აჩენს ისტორიულ შანსს, რომ ხელისუფლების და „ოცნების“ გონიერების პირობებში ნორმალური არჩევნები ჩატარდეს

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, გიგი უგულავას განცხადება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მოლაპარაკების კარი დახურული არ არის და ხელისუფლების გონიერების პირობებში შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია.

ბაქრაძის განმარტებით, გიგი უგულავას და გიორგი რურუას პოზიცია ისტორიულ შანსს აჩენს, შედგეს შეთანხმება და ჩატარდეს ნორმალური არჩევნები.

„პოლიტიკურ პატიმრობაში მყოფი გიგი უგულავას, ისე როგორც მანამდე, გიორგი რურუას განცხადება, ეს არის ღირსეული, ვაჟკაცური და სახელმწიფოებრივი პოზიციის დაფიქსირება და ეს განცხადება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმების კარი არ არის დახურული და თუ ხელისუფლებას ეყოფა გონიერება გამოვიდეს მართლაც რეალისტური და ნორმალური მოდელით და არა ისეთით, რასაც დღეს გვთავაზობენ, რომელიც ემყარება ხელოვნურ ჩამკეტებს, დათქმებს და რომელიც პირდაპირ არის მორგებული კონკრეტული ფეოდალი მაჟორიტარების ინტერესებს. თუ ამის ნაცვლად, ხელისუფლება შემოვა პროპორციული არსის მქონე კომპრომისული კანონპროექტით, კარი დახურული არ არის და შეთანხმება შესაძლებელია. ამიტომ ეს პოზიცია, რომელიც გიგი უგულავამ და გიორგი რურუამ დააფიქსირა მართლაც აჩენს ისტორიულ შანსს, რომ ხელისუფლების და „ქართული ოცნების“ გონიერების პირობებში, მათი მხრიდან ნორმალური, თავისი არსით პროპორციული და ოპოზიციისთვის მისაღები სისტემით შემოსვლის პირობებში შედგეს შეთანხმება და საქართველოში ჩატარდეს ნორმალური არჩევნები“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ პატიმრობაში მყოფი თბილისის ყოფილი მერი, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ის ივანიშვილთან „კატა-თაგვობანას“ თამაშს არ აპირებს.

„არ მსურს ჩემი გათავისუფლების საკითხი გახდეს ბარიერი მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მიღების პროცესში, რაც ქვეყანას, მის მშვიდობიან განვითარებას, ჰაერივით სჭირდება“, - ნათქვამია გიგი უგულავას წერილში, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა.

ამავე საკითხზე სოციალურ ქსელში „მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილის, პატიმრობაში მყოფი გიორგი რურუას განცხადებაც გავრცელდა.

„როგორც მოქალაქეს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება, არ მსურს ჩემი, როგორც პოლიტპატიმრის გათავისუფლების საკითხმა, პროპორციულის მიახლოვებულ სისტემის შემოღებას შეუშალოს ხელი. სრულ ნდობას ვუცხადებ ჩემს მეგობრებსა და თანამებრძოლებს ოპოზიციური პარტიებიდან“, - ნათქვამია რურუას განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს