რომან გოცირიძე - პოლიტპატიმრების განცხადება ძალიან ვაჟკაცურია, მაგრამ ხელისუფლებას არ მივცემთ პოლიტიკურ მძევლებად მათი დატოვების უფლებას

პოლიტპატიმრების განცხადება ძალიან ვაჟკაცურია, მაგრამ ჩვენ ხელისუფლებას არ მივცემთ პოლიტიკურ მძევლებად მათი დატოვების უფლებას, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებული მოდელით არჩევნების ჩატარება ნიშნავს, რომ ის "ფეოდალური სისტემით" ჩატარდება.

"პოლიტპატიმრების ეს განცხადება ძალიან ვაჟკაცურია, მაგრამ ჩვენ ხელისუფლებას არ მივცემთ

პოლიტიკურ მძევლებად მათი დატოვების უფლებას. ჩვენი მოთხოვნაა პროპორციულ სისტემასთან მაქსიმალურად მიახლოებული მოდელის შემოთავაზება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, მათ შორის პოლიტპატიმრების გათავისუფლება. "ქართული ოცნება" მაინც არეგისტრირებს იმ ვარიანტს, რომელიც ოპოზიციისთვის თავიდანვე მიუღებელია. მსგავსი სქემით არჩევნებზე გასვლა კვლავ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდება ისევ ფეოდალური სისტემით, რასაც მაჟორიტრული სისტემა ჰქვია. "ქართული ოცნება" კვლავ ეცდება გაყალბებითა და მაჟორიტარების გამოყენებით ძალაუფლების შენარჩუნებას, თუმცა როგორიც არ უნდა იყოს არჩევნების ჩატარების წესი, ვერ უშველის "ქართულ ოცნებას" იმიტომ, რომ იგი პოლიტიკურად განწირული პარტიაა და ისტორიულ სანაგვეს ჩაბარდება მათ მიერ მოტანილი წარუმატებელი წლების გამო," - განაცხადა გოცირიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა