თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მეოთხე პაციენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, დღევანდელი მდგომარეობით, არაფერი ემუქრება, თუმცა ინტენსიურ დაკვირვებას საჭიროებს

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მეოთხე პაციენტს, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, დღევანდელი მდგომარეობით, არაფერი ემუქრება, თუმცა ის ინტენსიურ დაკვირვებას საჭიროებს.

„უკვე იცით, რომ გუშინ დილით შემოსულ საქართველოს მოქალაქეს, 44 წლის მამაკაცს დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი. ეს არის რიგით მეოთხე დადასტურებული შემთხვევა. გუშინ დილით პაციენტმა თვითონ მიმართა კლინიკას, ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა სერიოზულია. ამ დროისათვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამ დაავადებას ახასიათებს ერთგვარი ვერაგობა, თუ მაგალითად, თავიდან გრიპი იწყება მძიმედ, ამ დაავადების დროს საკმაოდ ხშირია, მსუბუქი ან საშუალო სიხშირის დასაწყისი და პირველი კვირის მანძილზე სერიოზულად დამძიმება. ამიტომ დღევანდელი მდგომარეობით, მას არაფერი ემუქრება, მაგრამ ის საჭიროებს ინტენსიურ დაკვირვებას, რათა არ დამძიმდეს მდგომარეობა“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ამასთანავე, თენგის ცერცვაძემ დანარჩენი სამი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი თავს კარგად გრძნობენ.

„დანარჩენი სამი პაციენტის მდგომარეობა კარგია - ორი მათგანის მდგომარეობა ძალიან კარგია, არაფერი არ აქვს. ერთ ქალბატონს აღენიშნება ტემპერატურის სუფებრილური მატება და მშრალი ხველა. თუ ჩავთვლით, რომ ერთი კვირა უკვე სრულდება მათი ავადმყოფობიდან, ძალიან დიდი ალბათობით, ისინი ასე კარგად ჩაამთავრებენ“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა