UNESCO - კორონავირუსის გამო, მსოფლიოს მასშტაბით, 290 მილიონზე მეტი მოსწავლე სასწავლო დაწესებულებებში არ დადის

მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსის გამო სკოლების დახურვის შედეგად, 290 მილიონზე მეტი ბავშვი სასწავლო დაწესებულებებში არ დადის. ამის შესახებ UNESCO-ში განაცხადეს.

„ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სკოლებისა და სასწავლო დაწესებულებების დროებით დახურვა, რამაც გლობალური მასშტაბი მიიღო, უპრეცედენტოა და თუ გაგრძელდა, ამან შესაძლოა, განათლების უფლება საფრთხის ქვეშ დააყენოს“, - აცხადებს გაერო-ს განათლების, მეცნიერების და კულტურის ორგანიზაცის ხელმძღვანელი ოდრი აზულეი.

ცნობისთვის, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში 13-მა სახელმწიფომ სასწავლო დაწესებულებების მუშაობა დროებით სრულად შეაჩერა, ხოლო ზოგიერთ ქვეყნებში სწავლა ნაწილობრივ შეწყდა.

იხილეთ ვიდეო: UNESCO - კორონავირუსის გამო, მსოფლიოს მასშტაბით, 290 მილიონზე მეტი მოსწავლე სასწავლო დაწესებულებებში არ დადის

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო