აზერბაიჯანში კორონავირუსის კიდევ სამი შემთხვევა დადასტურდა

აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ სამ პირს დაუდასტურდა. ინფორმაციას მთავრობასთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს. გავრცელებული ცნობებით, სამი პირიდან ერთი გერმანიის, ხოლო ორი აზერბაიჯანის მოქალაქეა. სამივე მათგანი ირანში იმყოფებოდა.

ოპერატიულ შტაბში აცხადებენ, რომ ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და ისინი მკურნალობის განსაკუთრებულ ზომებს არ საჭიროებენ.

ამ დროისთვის, აზერბაიჯანში COVID-19-ის სულ 6 შემთხვევაა დადასტურებული. საკარანტინო ზონებში კი დაახლოებით 500 ადამიანი იმყოფება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს