საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციამ, საფინანსო ბაზრის მონაწილეებისთვის საერთაშორისო სასერტიფიკატო კურსები დაიწყო

საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერითა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით, საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციამ (GFMTA) საფინანსო ბაზრის მონაწილეებისთვის საერთაშორისო სასერტიფიკატო კურსები დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს, სასწავლო პროგრამა, რომელსაც კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო ასოციაციის (ICMA) გამოცდილი ტრენერები უძღვებიან, ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეებისთვისაა განკუთვნილი და ექვს კურსს მოიცავს.

ტრენინგის დასასრულს, მონაწილეები სასერტიფიკაციო გამოცდას გაივლიან და საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს მოიპოვებენ.

სასწავლო პროგრამა 26 თებერვალს დაიწყო და მასში მონაწილეობენ - კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა, საბროკერო კომპანიების, ეროვნული ბანკის შესაბამისი მიმართულებების წარმომადგენლები. ტრენინგები საქართველოს ეროვნულ ბანკში ტარდება.

საგანმანათლებლო საქმიანობა და ქართულ ფინანსურ ბაზრებზე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების დანერგვა საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს. აღნიშნული პროგრამა სწორედ ადგილობრივი ბაზრის მონაწილეთა პერსონალის პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლებასა და ცოდნის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა