ვლადიმერ პუტინი და რეჯეფ ტაიფ ერდოღანი მოსკოვში შეხვედრას მართავენ

მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტი და მისი თურქი კოლეგა, რეჯეფ ტაიფ ერდოღანი შეხვედრას მართავენ. თურქეთის ლიდერი რუსეთის დედაქალაქში ცოტა ხნის წინ ჩაფრინდა.

როგორც ცნობილია, მხარეების განხილვის მთავარი თემა იდლიბში მიმდინარე მოვლენები იქნება.

ბოლო პერიოდში, თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები განსაკუთრებულად დაიძაბა, რაც იდლიბში პროთურქულ სირიის ოპოზიციასა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ასადის ჯარებს შორის ბრძოლები მიმდინარეობს. თურქეთის პრეზიდეტმა, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა, რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ რეგიონში სამხედრო ყოფნა გააძლიერა. მედიის ცნობით, შეტაკებებში ერთ მხარეს თურქეთის ჯარები, ხოლო მეორე მხარეს რუსული ავიაცია მონაწილეობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს