მარიამ ჯიშკარიანი - დეკანოზ მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, შეესაბამება ინვალიდობის სტანდარტს და საჭიროებს სასჯელის გადავადებას

დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე, შეესაბამება ინვალიდობის სტანდარტს და შესაბამისად, საჭიროებს სასჯელის გადავადებას, - ამის შესახებ ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი „ემპათიის” დამფუძნებელმა მარიამ ჯიშკარიანმა მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე საქმის არსებითი განხილვის შესახებ განაცხადა.

მარიამ ჯიშკარიანის ცნობით, შეკითხვები იყო გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო, ასევე რამდენად არის შესაძლებელი მისი მკურნალობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და რატომ თვლიან, რომ გიორგი მამალაძე არის არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი, რაზედაც სასამართლოს ამომწურავი პასუხები გასცეს.

,,ცენტრი „ემპათიის“ დასკვნაში ეს პასუხები არის, ჩვენ ვთვლით, რომ ის არის არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი. შეუძლებელია მისი ადეკვატური მკურნალობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ერთი წლის განმავლობაში ვერ მოახერხეს მათ ეს და ეს არის ფაქტი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე, შეესაბამება ინვალიდობის სტანდარტს და შესაბამისად, საჭიროებს სასჯელის გადავადებას. მას უნდა მიეცეს უფლება იზრუნოს ჯანმრთელობაზე და მოიძიოს ალტერნატიული მკურნალობის საშუალება“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.

ცენტრი „ემპათიის” დამფუძნებელმა სასამართლო პროცესის მიმდინარეობის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, პროცესის მიმდინარეობისას გიორგი მამალაძე მწოლიარე მდგომარეობაში იმყოფებოდა.

„სასჯელაღსრულების უწყება ჯიუტად აცხადებდა, რომ კონფიდენციური ფსიქოთერაპიის საშუალებაც აქვთ და მკურნალობისაც, თუმცა თვითონ გიორგი მამალაძემ მათ უთხრა, რომ სამ თვეში მას ხელს აწერინებენ იმაზე, რომ მასზე 24 საათიანი მიყურადება და თვალთვალი მიმდინარეობს. ასეთ შემთხვევაში ძალიან მაინტერესებს როგორ ატარებენ ფსიქოთერაპიას. ისინი თვლიან, რომ უმკურნალებენ კონფიდენციალურად და კარგად, მაგრამ ერთი წელი გავიდა და მათ მიერ ამგვარი დიაგნოზის განკურნების ვერც ერთი შემთხვევა ვერ წარმოადგინეს“, - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა