ნინო ბურჯანაძე - გიგი უგულავას განცხადებამ „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური რეპრესიების თემაზე ვაჭრობის საშუალება მოუსპო

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის შეფასებით, გიგი უგულავას განცხადებამ „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური რეპრესიების თემაზე ვაჭრობის საშუალება მოუსპო.

როგორც ბურჯანაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, უგულავას მხრიდან ეს ღირსეული და დასაფასებელი ნაბიჯია.

„მე მაშინაც ვთქვი, როდესაც გიგი უგულავა დააკავეს, რომ ის ღირსეულად იქცეოდა დაკავების პერიოდშიც. მისი ეს განცხადება არის ღირსეული და გონივრული განცხადება და ნამდვილად საქმის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე გაკეთებული განცხადება. ეს ძალიან დასაფასებელია და მივესალმები ამ განცხადებას. მიმაჩნია, რომ ძალიან ვაჟკაცური ნაბიჯი გადადგა გიგი უგულავამ ამით და რეალურად, ერთხელ და საბოლოოდ „ქართულ ოცნებას“ მოუსპო პოლიტიკური რეპრესიების თემაზე ვაჭრობის საშუალება. ეს ძალიან ღირსეული ნაბიჯია, რომელიც დაეხმარება პროპორციული არჩევნების მოპოვების საკითხს. თუ ამის შემდეგადაც „ქართულმა ოცნებამ“ არ გადმოდგა პოზიტიური ნაბიჯები, ის უბრალოდ იქნება ყველას თვალში კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ არაფერი აინტერესებს გარდა იმისა, რომ ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს ძალაუფლება“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, რომ პატიმრობაში მყოფი თბილისის ყოფილი მერი, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ის ივანიშვილთან „კატა-თაგვობანას“ თამაშს არ აპირებს.

„არ მსურს ჩემი გათავისუფლების საკითხი გახდეს ბარიერი მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მიღების პროცესში, რაც ქვეყანას, მის მშვიდობიან განვითარებას, ჰაერივით სჭირდება“, - ნათქვამია გიგი უგულავას წერილში, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა