ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი - იმედი მქონდა, რომ სასწაული მოხდებოდა

მე ჩემს თავში დარწმუნებული ვიყავი, რომ უდანაშაულო ვიყავი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრმა, კობა კოშაძემ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, დღეს გათავისუფლებას არ ელოდა.

„მე ჩემს თავში დარწმუნებული ვიყავი, რომ უდანაშაულო ვიყავი. იმედი მქონდა, რომ სასწაული მოხდებოდა, მაგრამ ერთხელ, ორჯერ რომ დავაყენეთ გირაო აღკვეთის შეცვლაზე, უკვე აღარ მქონდა მოლოდინი. დღეს ნამდვილად აღარ ველოდი. ველოდი, რომ ბოლომდე მივიდოდა და როგორც ხდება, გამიშვებდნენ საპატიმროში. ძალიან გაკვირვებული ვარ, რაც შეთითიხნეს ეს ბრალდება. ერთ რამეს ვიტყვი, მე ისეთი სერიოზული პოლიტიკოსის გვერდით ვმუშაობდი როგორიც არის ირაკლი ოქრუაშვილი, ყოველთვის მის სახეს წარმოვადგენდი და არასდროს გავაკეთებდი ისეთ რამეს, რომ მისი სახელი შემერცხვინა, არასდროს შევარცხვენდი ირაკლის და ასეთ რაღაცას არ გავაკთებდი და არც ჩემს პიროვნებას ვაკადრებდი, რომ ვიღაცა მომდავებოდა რაღაც ჟანგიან „მაკაროვს”, - განაცხადა კოშაძემ.

ცნობისთვის, “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი კობა კოშაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ის პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე გათავისუფლდა. ბრალდებულ კობა კოშაძის მიმართ სასამართლომ გააუქმა აღკვეთის ღონისძიების სახედ გამოყენებული პატიმრობა. მას 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა