რუსეთის სასამართლომ ალექსეი ნავალნის ფონდი 500 000 რუბლით დააჯარიმა

რუსეთის სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის „ანტიკორუფციული ფონდი“ 500 000 რუბლით დააჯარიმა. „როიტერსის“ ინფორმაციით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ ორგანიზაციამ სოციალურ ქსელში არ დააფიქსირა, რომ ის „უცხოეთის აგენტია“. კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციით, ფონდის წარმომადგენლებმა „ინტაგრამის“ საკუთარ გვერდზე არ დაწერეს, რომ ისინი „უცხოეთის აგენტები“ არიან.

გავრცელებულ ცნობებს ადასტურებს ნავალნის პრესსპიკერი.

ცნობისთვის, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ნავალნის ორგანიზაცია ოფიციალურად დაუკავშირა უცხოეთის აგენტურას. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ნავალნი რუსეთის მოსახლეობას ატიურად მოუწოდებდა კრემლის წინააღმდეგ გამართულ აქციებში მიეღოთ მონაწილეობა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა