ნინო ბურჯანაძე - ნუ აკეთებენ აქცენტს 1%-იან ბარიერზე, ამით ცდილობდნენ, რომ ის პარტიები, რომლისთვისაც ეს მნიშვნელოვანია, თავისკენ გადაებირებინათ და მაგიდა ჩაეშალათ, მაგრამ არ გამოუვიდათ

„ნუ აკეთებენ აქცენტს ამ 1%-იან ბარიერზე“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განუცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ მმართველი გუნდის მიერ ოპოზიციისთვის გაკეთებული შეთავაზება 1 %-იანი საარჩევნო ბარიერის დაწესებასაც გულისხმობს.

ბურჯანაძის განცხადებით, მარტო ბერიერი ვერაფერს ვერ წყვეტს, თუ ეს არ იქნება იმ სისტემის ნაწილი, რომელსაც ჰქვია მაქსიმალურად პროპორციული წარმომადგენლობა.

„ნუ აკეთებენ აქცენტს ამ 1%-იან ბარიერზე. ამით ცდილობდნენ, რომ ის პარტიები, რომლისთვისაც ეს თემა ნამდვილად მნიშვნელოვანია, თავისკენ გადაებირებინათ და მაგიდა ჩაეშალათ, მაგრამ ეს არ გამოუვიდათ. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, დიდმაც და პატარამაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ მაგიდა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე, უმნიშვნელოვანესია პროპორციული სისტემის მოპოვება და ის, რომ ქვეყანას ჰქონდეს პროპორციული სისტემით არჩეული მრავალპარტიული პარლამენტი და არა ის, რომ მაინცდამაინც რომელიმე პარტიამ ერთი კაცი ან ერთი კაცით მეტი გაიყვანოს, არ არის საჭირო ამ ბარიერზე ამდენი აქცენტის გაკეთება. მარტო ბერიერი ვერაფერს ვერ წყვეტს, თუ ეს არ იქნება იმ სისტემის ნაწილი, რომელსაც ჰქვია მაქსიმალურად პროპორციული წარმომადგენლობა“, - აცხადებს ბურჯანაძე.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, საარჩევნო სისტემის შესახებ განაცხადა, რომ 110/40-ზე სისტემის ოპოზიციისთვის წარდგენა საუკეთესო გამოსავალია, რადგან 1%-იანი ბარიერის პირობებში შესაძლებლობა ექნებათ, მათი წარმომადგენლები პარლამენტში იყვნენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა