მამუკა მდინარაძე - საარჩევნო ბარიერთან მიმართებაში იმდენად არ გვაქვს პრობლემა, რომ ოპოზიციას ჩავუწერთ იმას, რაზეც შეთანხმდებიან

თუ ნაწილობრივი კონსენსუსი მაინც არ იქნა, პროექტის დაინიცირებას საერთოდ არ აქვს აზრი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საარჩევო სისტემის ახალ მოდელთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, თუ მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებულ მოდელს ოპოზიციის ნაწილი მაინც არ დაეთანხმა, საკონსტიტუციო კანონის პროექტის ინიცირებას აზრი არ აქვს.

„თუ პარტიების ნაწილი მაინც არ დაეთანხმა, ცვლილებების წარდგენას აზრი არ ექნება. თუ ნაწილობრივი კონსენსუსი მაინც იქნა, მაშინ კი ბატონო. თუ იმაზეა საუბარი, რა დათმობაზე მივდივართ ჩვენ, შემიძლია გარანტია მოგცეთ, რომ სულ რაღაც 3-4 დღეში ყველა ის პირობა იქნება დაწერილი, რაზეც ჩვენ ზეპირად ვლაპარაკობთ. გარანტიას გაძლევთ, რომ ამ პროექტში ჩადებულ დამზღვევ მექანიზმებთან დაკავშირებით ერთი სიტყვაც კი ვერ იქნება ობიექტურად კრიტიკულად მიმართული,"- განაცხადა მდინარაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, შესაძლოა თუ არა კანონპროექტში ჩაიდოს 1%-იანი ბარიერი, მდინარაძემ უპასუხა, რომ მმართველი გუნდი მზად არის, იმდენ პროცენტიანი ბარიერის დასაწესებლად, რამდენსაც ოპოზიცია შესთავაზებს.

„ბარიერთან მიმართებაში ვაცხადებთ - რამდენიც მათ ნებავთ. შეთანხმდნენ და მოიტანონ საკუთარი ვერსია. ამასთან დაკავშირებით იმდენად არ გვაქვს პრობლემა, რომ ჩავუწერთ, რაზეც შეთანხმდებიან.

ასევე სულერთია 110/40- ზე იქნება თუ 100/50 -ზე, მაგრამ აქ არის ერთადერთი მოტივი, რომ 40-ს ქვევით არ შეიძლება ჩამოსვლა, რადგან უკვე დამახინჯებული სისტემა შემოდის. ასევე შემიძლია გარანტია მოგცეთ იმაზე, რომ მაჟორიტარების ნებისმიერი რაოდენობა მეორეხარისხოვანი ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ე.წ. დამზღვევი მექანიზმები იქნება კანონმდებლობაში ჩადებული,"- განაცხადა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა