არაბთა გაერთიანებული საამიროების საელჩო - არაბთა გაერთიანებული საამიროები ჩინეთიდან მეგობარი არაბული ქვეყნების მოქალაქეების ევაკუაციას ახორციელებს, რომლებიც სამედიცინო დახმარებას საამიროების „ჰუმანიტარულ ქალაქში“ მიიღებენ

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ჩინეთის ქალაქ უჰანიდან სხვადასხვა არაბული ქვეყნის მოქალაქეების გამოყვანის გეგმა შეიმუშავა. ევაკუირებული პირები საამიროების ახლადშექმნილ „ჰუმანიტარულ ქალაქში“ განთავსდებიან, სადაც ყველა საჭირო სამედიცინო კვლევა ჩაუტარდებათ.

ქვეყნის პრეზიდენტის, შეიხ ხალიფა ბინ ზაიედ ალნაჰიანის განკარგულებით, აბუ დაბის ტახტის მემკვიდრესა და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალნაჰიანს დაევალა სამკურნალო დაწესებულების შექმნა, რომელიც მეზობელი არაბული ქვეყნების მოქალაქეებს ჩინეთში აღმოცენებული ახალი კორონავირუსის COVID-19 - ის ეპიცენტრიდან, ქალაქ უჰანიდან ევაკუაციის შემდეგ აუცილებელი სამედიცინო მომსახურებითა და მეთვალყურეობით უზრუნველყოფდა.

სპეციალურად გამოყოფილი თვითმფრინავი, რომელმაც 215 პირი გამოიყვანა უჰანიდან, უზრუნველყოფილი იყო HEPA-ს ჰაერის ფილტრაციის სისტემით, აუცილებელი სამედიცინო და ევაკუაციის პროცესისთვის განკუთვნილი ინვენტარით. ევაკუირებულ ჯგუფს თან ახლა მედპერსონალი და შესაბამისად გადამზადებული ეკიპაჟი.

საამიროების „ჰუმანიტარული ქალაქი“, რომელიც აბუ დაბიში მდებარეობს, წარმოადგენს უმაღლესი სტანდარტების სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც უზრუნველყოფს ყველა საჭირო კვლევის ჩატარებას, ევაკუირებული პირების საკარანტინო სივრცეში მოთავსებას არანაკლებ 14 დღის განმავლობაში და მათთვის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული სტანდარტების მიხედვით.

არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრომ და საამიროების საელჩომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, მსოფლიოში კორონა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ძალისხმევაში წვლილის შეტანის მიზნით, კოორდინირებულად იმუშავა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაციით დაინტერესებული ქვეყნების საელჩოებთან.

ეს ინიციატივა კიდევ ერთხელ ადასტურებს არაბთა გაერთიანებული საამიროების მუდმივ ძალისხმევას, მხარი დაუჭიროს მეგობარ ქვეყნებს და კიდევ ყურადღებას ამახვილებს ჰუმანიტარული დახმარების მნიშვნელობაზე სახელმწიფოსთვის, რომელმაც არაერთხელ გამოხატა მხარდაჭერა რთულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების მიმართ, განურჩევლად მათი ეთნიკური, რელიგიური თუ გეოგრაფიული მიკუთვნებულობისა.

(R)

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა