„ლელოს“ წევრი გიგლა მიქაუტაძე პრემიერს - ნაკლები დრო დახარჯეთ ოპონენტებზე, სარკაზმზე და მეტი დრო დაუთმეთ გამოსავლის ძიებას

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ წევრი გიგლა მიქაუტაძე პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას მიმართავს და მოუწოდებს, ნაკლები დრო დახარჯოს ოპონენტების მიმართ სარკასტულ განცხადებებზე.

მიქაუტაძის შეფასებით, ამჟამინდელი მთავრობა პრობლემებზე სწრაფი რეაგირების უნარით არასდროს გამოირჩეოდა.

„ბატონო პრემიერო, ნაკლები დრო დახარჯეთ ოპონენტებზე, სარკაზმზე და მეტი დრო დაუთმეთ გამოსავლის ძიებას. წესით, მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო უწყებებს მითითება არ უნდა სჭირდებოდეთ იმისთვის, რომ შექმნილი ვითარების ფონზე, სასწრაფო რეჟიმში ხვდებოდნენ ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ მოგმართეს საჯარო განცხადებით და მინიმუმ, უნდა სწავლობდნენ მათ პრობლემებს. თუმცა, დღევანდელი მთავრობა არასდროს გამოირჩეოდა პრობლემებზე სწრაფი რეაგირების უნარით და არც ეს შემთხვევაა გამონაკლისი“, - განაცხადა მიქაუტაძემ.

როგორც პოლიტიკური მოძრაობა „ლელო საქართველოს“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გუშინ, „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, გიგლა მიქაუტაძემ მთავრობას კორონავირუსით გამოწვეული მოსალოდნელი პრობლემების შესახებ დროული რეაგირებისკენ, მათ შორის, სტაბილურობის ფონდის შექმნისა და საგადასახადო შეღავათების დაწესებისკენ მოუწოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა