ლევან იოსელიანი - ბესიკ თამლიანი უერთდება გიგი უგულავასა და გიორგი რურუას სულისკვეთებას და მზად არის, უკანონო პატიმრობაში ყოფნა გააგრძელოს

ბესიკ თამლიანი უერთდება გიგი უგულავასა და გიორგი რურუას სულისკვეთებას და მზად არის გააგრძელოს ყოფნა უკანონო პატიმრობაში, რათა მისი უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლება არ გახდეს ვაჭრობის საგანი - ამის შესახებ ბესიკ თამლიანის ადვოკატმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

ადვოკატის თქმით, ის დარწმუნებულია დაცვის მხარის პოზიციის სიმყარეში და ბრძოლას გააგრძელებენ.

"ბესიკ თამლიანი რჩება ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად იმ პრინციპულ ადამიანად, რომელიც არ დათანხმდა საპროცესო შეთანხმებას და ბოლომდე იბრძვის საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად. მე როგორც მისი ადვოკატი დარწმუნებული ვარ ჩვენი პოზიციის სიმყარეში და გავაგრძელებთ ბრძოლას, ვიდრე მისი უდანაშაულობა არ იქნება დადასტურებული", -აცხადებს ლევან იოსელიანი, რომელის კომენტარსაც „სამოქალაქო მოძრაობა“ ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა