შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოაცხადა

დღეს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდიდან აცნობეს, ზვიად გამსახურდიას პრემია მიენიჭება კონკურსში გამარჯვებულ ქართველოლოგიური მიმართულებით საზღვარგარეთ მოღვაწე მეცნიერს.

მათივე ცნობით, კონკურსის მიზანია ქართველოლოგიის პოპულარიზაცია და საზღვარგარეთ მოღვაწე უცხოეთის მოქალაქე მეცნიერთა წახალისება ქართველოლოგიის დარგში მნიშვნელოვანი მიღწევებისათვის.

„პრემია გაიცემა ქართველოლოგიის მიმართულებით, რომელიც მოიცავს ჰუმანიტარული მიმართულების კვლევებს საქართველოს შესახებ: ენებს/ენათმეცნიერებას, ლიტერატურათმცოდნეობას, ისტორიას, არქეოლოგიას, ეთნოგრაფიას/ეთნოლოგიას, კულტურის კვლევებს, ხელოვნებას. კონკურსში რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 9 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია უცხოეთში მოღვაწე ქართველოლოგს- უცხო ქვეყნის მოქალაქეს, დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელიც უცხოეთის სამეცნიერო, სასწავლო დაწესებულებაში საქმიანობს, აქვს მნიშვნელოვანი მიღწევები ქართველოლოგიის მიმართულებით. საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიით დაჯილდოების საზეიმო ცერემონია 31 მარტს გაიმართება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო