ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის პირისპირ შეხვედრა სამ საათს გაგრძელდა

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ვლადიმერ პუტინის დღევანდელი პირისპირ შეხვედრა სამ საათს გაგრძელდა, რის შემდეგად, მათ დელეგაციის წევრები შეუერთდნენ. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ჟურნალისტებს პუტინის პრესმდივანმა ვლადიმერ პესკოვმა აცნობა.

„სამი საათის განმავლობაში პირისპირ ისაუბრეს. ახლა უკვე დელეგაციის წევრებთან ერთად ნახევარი საათია“, - განაცხადა პესკოვმა.

ერდოღანი-პუტინის შეხვედრა კრემლში, დღეს, მოსკოვის დროით 14:06 საათზე დაიწყო. საუბრის ძირითადი თემა სირიაში, კერძოდ კი იდლიბში გამწვავებულ მოვლენებს უკავშირდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს