"საქართველოს ბანკი" მომხმარებელს კიდევ ერთ ინოვაციურ სიახლეს - ვებ გვერდზე Apple Pay-ით გადახდებს სთავაზობს

"საქართველოს ბანკი" მომხმარებლისათვის ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებას განაგრძობს. ამჯერად სიახლე Apple Pay-ით, ელექტრონული კომერციის საშუალებით -კომპანიების ვებგვერდიდან გადახდებს შეეხება. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ "საქართველოს ბანკმა" მიაწოდა.

როგორც ბანკში განმარტავენ, "საქართველოს ბანკი" მუდმივად ცდილობს მომხმარებელს მისი საჭიროებებიდან გამომდინარე კიდევ უფრო მეტი კომფორტი შეუქმნას.

მათი ცნობით, დღეიდან, კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ვებგვერდიდან მომხმარებლებს შესთავაზონ, უსაფრთხოდ და მარტივად, Apple Pay-ით ონლაინ გადახდების წარმოება. ამისათვის საჭიროა დაუკავშირდეთ ბანკს ნომერზე: 2 444 444 და მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია ტექნიკური დეტალების შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს ვებგვერდზე გადახდების დამატება.

„"საქართველოს ბანკის" ინფორმაციით, მას შემდეგ რაც Apple Pay ღილაკი დაემატება ვებგვერდს, გადამხდელი მარტივად, ბარათის მონაცემების შეყვანის გარეშე დაასრულებს გადახდას Apple-ის ნებისმიერ მოწყობილობაზე თითის ანაბეჭდის ან Face ID-ს საშუალებით. ამავდროულად, Apple Pay-სთან ერთად, სტანდარტული გადახდის მეთოდები რჩება უცვლელი. აქვე აღვნიშნავთ, რომ Apple Pay-ის საშუალებით ვებგვერდიდან გადახდები შესაძლებელია მხოლოდ Safari web browser-ის გამოყენებით.

გამოიყენე ყველა შესაძლებლობა, რომლებსაც "საქართველოს ბანკის" ინოვაციური პროდუქტები გთავაზობს!“-ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა