ამირან გამყრელიძე - მაქსიმალურად შევზღუდოთ საერთაშორისო მოგზაურობები, თუ ამის განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, რადგან დასნებოვნების რისკი ბევრ ქვეყანაშია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს, მაქსიმალურად შეზღუდონ საერთაშორისო მოგზაურობები, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც კორონავირუსის გავრცელების რისკი მაღალია.

როგორც მან განმარტა, თუ მოქალაქეები ყველაზე მაღალი რისკის ქვეყნებში მიდიან, როგორიცაა: ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ირანი, იტალია და იაპონია, აუცილებელია, ჩამოსვლის შემდეგ თვითიზოლაციაში ყოფნა.

„იმის გამო, რომ ჩინეთს გარეთ ეპიდსიტუაცია უარესდება, დღევანდელი რიცხვით დაახლოებით 85 ქვეყანაშია უკვე ინფექცია გავრცელებული, განსაკუთრებული ინტენსივობით იზრდება შემთხვევები. გარდა მაღალდასენიანებული ქვეყნებისა, ყველაზე მეტი შემთხვევა ჩინეთის შემდეგ გვაქვს სამხრეთ კორეაში- 5 ათასზე მეტი, 3 ათასზე ოდნავ მეტი ირანსა და იტალიაში, შემდეგ იაპონიაში 300-მდე და დაახლოებით 2 ასეულს მიუახლოვდა გერმანია, საფრანგეთი. დანარჩენ ქვეყნებში უკვე რამდენიმე ათეული შემთხვევებია.

იმის გამო, რომ ჩინეთს გარეთ, დაახლოებით 15 ათასამდე შემთხვევაა, ჩვენი პირველი რეკომენდაცია გახლავთ საქართველოს მოქალაქეებისადმი, მაქსიმალურად შევზღუდოთ საერთაშორისო მოგზაურობები, თუ ამის განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, რადგან დასნებოვნების რისკი ბევრ ქვეყანაში გახლავთ, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომელიც დაგისახელეთ. თუ ყველაზე მაღალი რისკის ქვეყნებში მივდივართ, ესენია: ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ირანი, იტალია და იაპონია, აუცილებელია, ჩამოსვლის შემდეგ მოვახდინოთ თვითიზოლაცია. სიმპტომები გექნებათ თუ არ გექნებათ, არ აქვს მნიშვნელობა. თუ საზღვარზე, ან მანამდე გაქვთ სიმპტომები: სურდო, ხველება, სუნთქვის გაძნელება, ტემპერატურა, აუცილებელია საზღვრიდან პირდაპირ თერმოსკრინინგი და ექიმის კონსულტაცია, ეს ადამიანები უნდა იყვნენ ტრანსპორტირებული ინფექციურ საავადმყოფოში“,-განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის კიდევ 5 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამისად, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით 9 პირია ინფიცირებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო