თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული 5 ახალი პაციენტიდან ტემპერატურა და ყელის ტკივილი მხოლოდ ერთს აღენიშნება

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული 5 ახალი პაციენტიდან, მხოლოდ ერთს აღენიშნება ტემპერატურა და მსუბუქი ყელის ტკივილი, დანარჩენებს კი ჩივილები არ აქვთ.

ცერცვაძის თქმით, პაციენტები იტალიიდან საქართველოში 1-ელ მარტს დაბრუნდნენ და აეროპორტში შემოწმების დროს არანაირი სიმპტომები არ აღმოაჩნდათ, რის გამოც სახლებში წავიდნენ და თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.

„დაახლოებით ერთი საათის წინ, ჩვენს კლინიკაში მოიყვანეს 5 პაციენტი, რომელთაც დადასტურებული აქვთ ახალი კორონავირუსით ინფექცია. ესენი არიან სამი ახალგაზრდა- ერთი ქალი, ორი ვაჟი და ორიც საშუალო ასაკის პიროვნება. ყველა ნამყოფები არიან იტალიაში, დაახლოებით ერთი კვირით, ჩამოვიდნენ თბილისში 1-ელ მარტს. არც ერთ მათგანს ჩამოსვლისას არ აღენიშნებოდა რაიმე სიმპტომატიკა, ამიტომ ისინი წავიდნენ სახლებში, თვითიზოლაციაში. შემდგომში, ვინაიდან, ერთ მამაკაცს, რომელიც ამ ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა იტალიაში, ერთად იყვნენ და იქ რამდენიმე დღე ერთად გაატარეს , იმ მამაკაცს გუშინ დაუდასტურდა ახალი კორონავირუსით ინფექცია, შესაბამისად, ეს 5 ადამიანი, როგორც კონტაქტურები, მათი ცხვირ-ხახიდან აღებული მასალა გამოიკვლიეს და მათაც დაუდასტურდათ ახალი კორონავირუსით ინფექცია. ამ 5 მოყვანილი პიროვნებიდან მხოლოდ ერთს აღენიშნება ტემპერატურა 37.3 და მსუბუქი ყელის ტკივილი, ხოლო დანარჩენებს ჩივილები არ აქვთ“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც შემოვიდა აზერბაიჯანის გავლით ირანიდან. კორონავირუსის მეორე შემთხვევა ქვეყანაში 28 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი იტალიიდან ჩამოსულ მოქალაქეს დაუდგინდა. კორონავირუსის მესამე შემთხვევა კი 29 თებერვალს დაფიქსირდა, ვირუსი დაუდგინა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ირანში იმყოფებოდა. მეოთხე შემთხვევა 5 მარტს დადასტურდა. კორონავირუსი 44 წლის მამაკაცს დაუდგინდა, რომელიც იტალიაში იმყოფებოდა.

ცოტა ხნის წინ კი ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ხუთი ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხუთივეს კონტაქტი ჰქონდა 44 წლის მამაკაცთან, რომელიც იტალიაში მოგზაურობდა და რომელსაც ინფექცია 5 მარტს დაუდასტურდა.

დღევანდელი მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსის 9 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია