იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 41-ით გაიზარდა, ბოლო მონაცემებით დაღუპულია 148 ადამიანი

ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 41-ით გაიზარდა.საერთო ჯამში ქვეყანაში, კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხმა 148-ს მიაღწია.ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერსი" ავრცელებს.

დილით გარდაცვლილთა რიცხვი იტალიაში 107 იყო.

იტალიაში კორონავირუსის ლაბორატოროულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 3,858 შეადგინა.

იტალიაში დღეიდან ყველა სკოლა და უნივერსიტეტი დაიხურა. კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად სასწავლო პროცესი 10 დღის განმავლობაში შეწყდება.

გარდა ამისა, პროფესიონალი სპორტული თამაშები, მაშ შორის იტალიის სერია A, ერთი თვის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა გაიმართება.

COVID-19-ის შემთხვევები 80-ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს