კორონავირუსის გამო, Ryanair-ი იტალიიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების რაოდენობას ამცირებს, ნაწილს კი აუქმებს

კორონავირუსის გავრცელების გამო, Ryanair-ი იტალიიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების რაოდენობას ამცირებს, ნაწილს კი აუქმებს. ამის შესახებ ინფორმაცია ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

კომპანიაში განმარტავენ, რომ ყველა მგზავრს, რომელსაც აღნიშნული ცვლილება შეეხო, შესაბამისი შეტყობინება გაეგზავნა.

„COVID-19-ის გავრცელებისა და საქართველოს აეროპორტების თხოვნით, ჩვენ ვწყვეტთ იტალიიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების ნაწილს. ყველა მომხმარებელს, ვისაც აღნიშნული ცვლილება შეეხება, შესაბამისი შეტყობინება გაეგზავნა შეთავაზებით მგზავრობის თანხის სრულად ანაზღაურების ან მგზავროვის თარიღის შეცვლის შესახებ“,-ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.

ryanair-ის ინფორმაციით, მილანი-თბილისის მიმართულებაზე ფრენები 7 მარტამდე შესრულდება და 8 მარტიდან 7 აპრილამდე კი ფრენების რაოდენობა 2-მდე შემცირდება.

ბოლონიიდან-ქუთაისის რეისები 7 მარტამდე შესრულდება, 8 მარტიდან 7 აპრილამდე კი შეწყდება.

გარკვეული შეზღუდვები იმოქმედებს ფრენებზე იტალიიდან იორდანიის, ისრაელის, ჩეხეთისა და მონტენეგროს მიმართულებითაც.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს