„ევექსის“ ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირებული ერთ-ერთი პირი მათი სათაო ოფისის თანამშრომელია

5 პირიდან ერთ-ერთი, რომელსაც კორონავირუსი წუხელ დაუდგინდა, „ევექსის“ სათაო ოფისში მუშაობს. ამის შესახებ „ევექსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი ნიორაძე აცხადებს.

“ევექსი ჰოსპიტლების” არცერთ თანამშრომელს კორონავირუსი არ აქვს დადასტურებული! ჩვენს სათავო ოფისში, სადაც რამდენიმე სხვა კომპანიაც ფუნქციონირებს, დადასტურდა 1 შემთხვევა, რომლის დაინფიცირებაც იტალიაში მოხდა. მთლიან ოფისს, რომელიც 4-სართულიანია, ყოველდღიურ რეჟიმში უტარდება დეზინფექცია, იდენტიფიცირებულია დაინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი და ისინი თვითიზოლაციის რეჟიმში იმყოფებიან. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება”, - აცხადებს ნიორაძე.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 9 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 6 გუშინ დადასტურდა. ოფიციალური ინფორმაციით, 6-ვე პირი იტალიაში ერთად იმყოფებოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო