პირები, რომლებსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდათ, ორი ოჯახის წევრები არიან

ინფექციურ საავადმყოფოში წუხელ ღამით ვირუსის ნიშნებით კიდევ ორი პაციენტი შეიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საავადმყოფოში განუცხადეს, ამ დროისთვის კლინიკაში ვირუსული ინფექციით 24 პირია მოთავსებული.

„24 პირიდან 9-ს კორონავირუსის შემთხვევა დაუდასტურდა. 8 მათგანის მდგომარეობა სტაბილურია, მე-9 პირის კი - უკეთესი. 4 ადამიანს დღეს აუღებენ ანალიზს, დანარჩენი 9 პირი კი ინფექციური საავადმყოფოს სხვადასხვა განყოფილებაშია გადანაწილებული“, - განაცხადეს კლინიკაში.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 9 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 6 გუშინ დადასტურდა. 6-ვე პირი ერთი ჯგუფის წევრები არიან, რომლებიც იტალიაში ერთად იმყოფებოდნენ. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, დაინფიცირებულები არიან ორი ოჯახის წევრები, მათ შორის ერთი ოჯახიდან მამა-შვილი, მეორე ოჯახიდან კი 4 ადამიანი.

აღსანიშნავია, რომ 44 წლის მამაკაცი, რომლის შვილსაც კორონავირუსი ასევე დაუდგინდა, იტალიაში მეორე შვილთან ერთადაც იმყოფებოდა, თუმცა, მის შემთხვევაში ანალიზმა ინფექციაზე უარყოფითი პასუხი აჩვენა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა