მახათას მთაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში, მახათას მთაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავარიის შედეგად ქალი დაიღუპა.

მათივე ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი მანქანა დაეჯახა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იხილეთ ვიდეო: კადრები მახათას მთიდან, სადაც ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025