მსოფლიოში კორონავირუსით 3 385 ადამიანი დაიღუპა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 55 600-ს შეადგენს

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 3 385-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი კი - 55 600-ია. ფატალური შემთხვევების უმეტესობა ჩინეთშია დაფიქსირებული. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსს 30 ადამიანი ემსხვერპლა და დაინფიცირების 143 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ჩინეთის ფარგლებს გარეთ კი ვირუსს ყველაზე მეტი ადამიანი იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაში ემსხვერპლა. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით იტალიაში 148 ადამიანია დაღუპული, ირანში -108, სამხრეთ კორეაში - 40, აშშ-ში - 12, საფრანგეთში კი 7.

ცნობისთვის, ამ დროისთვის ახალი კორონავირუსი მსოფლიოს 88 ქვეყანაშია გამოვლენილი.

იხილეთ ვიდეო: მსოფლიოში კორონავირუსით 3 385 ადამიანია დაღუპული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი - 55 600-ია

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა