ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გამართა. პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში სტაბილურობის მნიშვნელობაზე, სტრატეგიულ პარტნიორობასა და ერთობლივ პროექტებზე იმსჯელეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანულ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავდაცვის მინისტრმა ყურადღება აზერბაიჯანთან კეთილმეზობლურ, ნდობაზე დაფუძნებულ და სტრატეგიულ პარტნიორობაზე გაამახვილა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა