მაია ცქიტიშვილის EBRD-ის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულ დირექტორს კატარინა ბიორლინ ჰანსენს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, მხარეებს შორის საუბარი შეეხო EBRD-ის მიერ დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობას, მათ შორის - ქვეშეთი-კობის გვირაბის მშენებლობას.

უწყების ცნობით, განხილვის ერთ-ერთი თემა იყო საქართველოს 6 მუნიციპალიტეტისთვის ავტობუსების შეძენის საკითხი. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, სულ 175 ერთეული ავტობუსის შესყიდვას გეგმავს.

პროექტი ქუთაისის, გორის, თელავის, ზუგდიდის, რუსთავისა და ფოთისთვის ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტობუსების შესყიდვას ითვალისწინებს. პროგრამას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აფინანსებს და მისი ჯამური ღირებულება 17 მილიონი ევროა.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი ორ ლოტად გამოცხადა. პირველი ლოტით გათვალისწინებულია ასჩვიდმეტი 8.5 მეტრიანი ავტობუსის, ხოლო მეორე ლოტით ორმოცდათვრამეტი 10 მეტრიანი ავტობუსის შეძენა. პროექტის ფარგლებში გორს - 30, ზუგდიდს - 25, რუსთავს - 40, ქუთაისს - 60, ხოლო თელავსა და ფოთს 10-10 ავტობუსი გადაცემა.

ამას გარდა, EBRD-ის დაფინანსებით, კურორტ ბაკურიანში მომსახურების ხარისხისა და უსაფრთხოების ზომების გაუმჯობესების მიზნით, მუნიციპალური განვითარების ფონდი სპეციალურ ტექნიკას შეიძენს. ესაა - თოვლის სატკეპნი მანქანები სათხილამურო ტრასებისთვის, ექსკავატორ-დამტვირთველები, თვითმცლელები, ავტობუსები, ნაგავშემკრები მანქანა და სხვა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა