სურსათის ეროვნული სააგენტო - აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საქართველოს გამოცდილება სიდნეის საერთაშორისო კონფერენციაზე სამაგალითოდ აღიარეს

ავსტრალიაში, ქალაქ სიდნეიში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე მავნე ორგანიზმების გავრცელების რისკი და პრევენცია, სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელ-დაავადებები, ველური ბუნებისა და გარემოს გამოწვევები განიხილეს, რომელსაც საქართველოდან სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ მესხი დაესწრო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

მათი ცნობით, კონფერენციის ერთ–ერთი მთავარი თემა იყო აზიური ფაროსანას გავრცელება და მისი საწინააღმდეგო ღონისძიებები. მავნებელთან ბრძოლის მეთოდების, საქართველოში შექმნილი სპეციალური სისტემის და მიღებული შედეგების შესახებ კონფერენციის მონაწილეებს ინფორმაცია ნიკოლოზ მესხმა მიაწოდა. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოში დანერგილი სისტემის უნიკალურობა.

„საქართველომ მავნებლის წინააღმდეგ შეიმუშავა და დანერგა მსოფლიოში ერთ-ერთი წარმატებული პროგრამა. ახლა ვსწავლობთ ქართველებისგან, როგორ შეძლეს ეს. მადლობას ვუხდით ქართველ კოლეგებს, რომ ჩამოვიდნენ და თავისი ცოდნა და გამოცდილება გაგვიზიარეს, რადგან ინფორმაციის გაცვლა და კოორდინირებული მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა ავსტრალიის სოფლის მეურნეობის, წყლისა და გარემოს დეპარტამენტის ბიოუსაფრთხოების მთავარმა ოფიცერმა იან ტომპსონმა.

საერთაშორისო კონფერენცია ავსტრალიის სოფლის მეურნეობის, წყლისა და გარემოს დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა, რომელსაც 28 ქვეყნის სახელმწიფო უწყების, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების 100-მდე მონაწილე და მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის სამდივნოს (IPPC) წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველოს გამოცდილების გასაზიარებლად ავსტრალიელი მცენარეთა დამცველები საქართველოში 2019 წელს იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში, მათ მოინახულეს საქართველოს რეგიონები, გაეცნენ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის მუშაობას და შეხვდნენ ფერმერებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს