იდლიბში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა

ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრის შემდეგ იდლიბის პროვინციაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა. სირიის ადამიანის უფლებების სადამკვირვებლო ჯგუფის ინფორმაციით, ამჟამად რეგიონში ვითარება სტაბილურია და შეთანხმებას ორივე მხარე იცავს. ამასთან, მხარეების შეთანხმების შესაბამისად, ქალაქ იდლიბიდან 6 კილომეტრით ჩრდილოეთით და სამხრეთით უსაფრთხოების კორიდორი მოეწყო, რომელიც ქალაქს ალეპოსთან და ლატაკიასთან აკავშირებს.

შეგახსენებთ, სირიის საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტები ერთმანეთს 5 მარტს მოსკოვში შეხვდნენ. მოლაპარაკებების შემდეგ მათ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ განაცხადეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა