ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი - ამ ეტაპზე ვაჭრობისა და მგზავრობის შეზღუდვასთან დაკავშირებით რეკომენდაციას არ გავცემთ

ამ ეტაპზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის გამო ვაჭრობისა და მგზავრობის შეჩერებასთან დაკავშირებით რეკომენდაციას არ იძლევა. ასე უპასუხა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა სილვიო დომენტემ "ინტერპრესნიუსის" შეკითხვას, იძლევა თუ არა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს მიერ იტალიასთან ფრენების შეზღუდვის რეკომენდაციას.

სილვიო დომენტე განმარტავს, რომ ქვეყნებს დამატებითი ზომების მიღება შეუძლიათ, თუმცა ასეთ შემთხვევაში მათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას უნდა აცნობონ და დაუსაბუთონ მიღებული ზომების საჭიროება.

„რაც შეეხება ფრენების აკრძალვას და რაიმე ტიპის შეზღუდვებს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამ ეტაპზე არ გასცემს რეკომენდაციას ვაჭრობისა და მგზავრობის შეზღუდვასთან დაკავშირებით, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ ქვეყნებმა თავად დამატებითი ზომები გაატარონ. ქვეყნებს ვალდებულება აქვთ მიღებული ზომების შესახებ აცნობონ ჯანმოს და დაასაბუთონ ეს ზომები. ჯანმო მოელის, რომ თუ საქართველო რაიმე ზომებს განახორციელებს, ამის შესახებ დასაბუთებულად აცნობებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას",-აღნიშნავს სილვიო დომენტე.

ცნობისთვის, ამ წუთებში გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისის მხარდაჭერით ღონისძიება იმართება, რომელზეც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისი, საქართველოში აკრედიტირებულ 40-მდე ელჩს საქართველოში კორონავირუსისა და მის ირგვლივ შექმნილი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას აცნობენ.

იხილეთ ვიდეო: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვაჭრობისა და მგზავრობის შეზღუდვასთან დაკავშირებით, საქართველოსთვის რეკომენდაციას არ გასცემს

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო