სავაჭრო-სამრეწველო პალატის საგადასახადო-საბაჟო კომიტეტს ირაკლი სირაძე უხელმძღვანელებს

სავაჭრო-სამრეწველო პალატაში საგადასახადო-საბაჟო კომიტეტი შეიქმნა, რომელსაც კომპანია „Ecovis ATA“-ს პარტნიორი ირაკლი სირაძე უხელმძღვანელებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ირაკლი სირაძეს აქვს საგადასახადო-საბაჟო სფეროში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება, მათ შორის შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილისა და ფინანსთა მინისტრის მოადგილის პოზიციებზე.

კომიტეტი დაკომპლექტდა წამყვანი აუდიტორული კომპანიების KPMG, BDO, გვაზავა და პარტნიორები და Nexia TA-ს წარმომადგენლებით.

,,ჩვენი კომიტეტის მიზანი იქნება განიხილოს და რეაგირება მოახდინოს პალატის წევრი ბიზნეს კომპანიების გამოწვევებსა და პრობლემურ საკითხებზე. აქტიურად ვითანამშრომლებთ დაინტერესებულ ბიზნეს ასოციაციებთან და პალატის საბჭოს წევრ ასოციაციებთან. კომიტეტი ასევე შეიმუშავებს ახალ ინიციატივებს ქვეყანაში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისა და მიმზიდველობის ზრდის მიზნით", -განაცხადა ირაკლი სირაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო