ექიმი-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე, კორონავირუსით ინფიცირების გამო, იტალიიდან ფრენების შეწყვეტის საჭიროება არ არის

ექიმი-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე, კორონავირუსით ინფიცირების გამო, იტალიიდან ფრენების შეწყვეტის საჭიროება არ არის. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა, თუ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების სხვადასხვა წყარო გაჩნდება და ახალი შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს, მაშინ შესაძლოა, ქვეყანაში უფრო სერიოზული ღონისძიებები გატარდეს.

„ამ ეტაპზე იმის საჭიროება ნამდვილად არ არის, რომ პირდაპირი ფრენები აიკრძალოს. მართალია, შემთხვევების რაოდენობამ მოიმატა, რასაც ველოდით. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, ასევე ექიმები ხშირად ვიმეორებდით, რომ ახალი შემთხვევები გვექნებოდა, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენი მდგომარეობით, იტალიიდან ფრენების შეწყვეტის საჭიროება ნამდვილად არ არის. თუ ქვეყანაში ინფიცირების სხვადასხვა წყარო გაჩნდება და ახალი შემთხვევების სწრაფი ზრდა იქნება, ამ დროს შეიძლება დადგეს დღის წესრიგში უფრო სერიოზული ღონისძიების გატარება“, - განაცხადა გოგინავამ.

რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულ 9 პირს, ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, უმრავლესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და არც ერთი მათგანის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.

მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულ მხოლოდ ერთ პაციენტს აღენიშნება მაღალი ტემპერატურა, რის გამოც ის ინტენსიური დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

„9 პაციენტიდან უმრავლესობა საშუალო ასაკისაა, რამდენიმე არის 20 წლამდე. ამიტომ, ისინი მაღალ რისკ - ჯგუფში არ შედიან, თანხმლები რაიმე ქრონიკული დაავადებები არ აქვთ, რაც მოგვცემდა იმის საშუალებას, გვეთქვა, რომ მათთან მაღალი რისკით უნდა ველოდეთ სხვადასხვა გართულებებს. უმრავლესობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მხოლოდ ერთი პაციენტია, რომელსაც მაღალი ტემპერატურა აღენიშნება და ჯერ კიდევ გრძელდება ცხელება. ის ინტენსიური დაკვირვების ქვეშ იმყოფება, თუმცა მას ლაბორატორიულად და ასევე რენტგენოლოგიულად რაიმე სერიოზული გართულებები არ აქვს. არ აქვს პნევმონია, რომელიც ახალი კორონავირუსის ყველაზე ხშირ და მძიმე გართულებას წარმოადგენს.

რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, მათ ან არ აქვთ გამოხატული კლინიკური ნიშნები, ან მსუბუქად გამოხატული აქვთ, როგორიცაა დაბალი ტემპერატურა, ხველა და ყელის ტკივილი, რაც ამ ეტაპზე მათი ჯანმრთელობისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს“,-განაცხადა გოგინავამ.

როგორც ინფექციონისტი განმარტავს, ადამიანებმა ვირუსისგან თავის დასაცავად, ხალხმრავალ ადგილზე ყოფნისგან თავი უნდა შეიკავონ, ხშირად დაიბანონ ხელები, თავი შეიკავონ გადაკოცნისგან და ხელის ჩამორთმევისგან.

„ის ადამიანები, რომლებიც ჩამოსულები არიან მაღალი რისკის ქვეყნიდან, ეს არის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, ირანის ისლამური რესპუბლიკა, იტალია, სამხრეთ კორეა, მოვუწოდებთ, რომ თუ არ გააჩნიათ არანაირი კლინიკური ნიშანი, არ აქვთ ცხელება, არ აქვთ რესპირაციული ინფექციისთვის დამახასიათებელი ნიშნები, აუცილებლად თვითიზოლაციაში უნდა იმყოფებოდნენ. ეს მათი მოქალაქეობრივი ვალია. საზოგადოების ნაწილს რაც შეეხება, ამ ინფექციას არ აქვს შორს გადადების უნარი. ეს ინფექცია დაახლოებით ვრცელდება 1,5 მეტრის, მაქსიმუმ 2 მეტრზე ახლო კონტაქტით. ასევე შეიძლება გავრცელდეს სხვადასხვა დაინფიცირებულ ზედაპირთან კონტაქტით. ამიტომ, თავი უნდა შევიკავოთ ხალხმრავალ ადგილზე ყოფნისგან, თუ ეს განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის. ასევე აუცილებელია, რომ ხშირად დავიბანოთ ხელები, ან თუ ხელის დაბანის საშუალება არ არის, მაშინ ხელები სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალებით დავიმუშავოთ, ასევე თავი შევიკავოთ ქუჩაში გადაკოცნისგან, ხელის ჩამორთმევისგან და ასე შემდეგ. ასევე ვეცადოთ, რომ დავამუშავოთ სახელურები, ზედაპირები“, - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს