არჩილ თალაკვაძე - ობიექტურად არსებობს შესაძლებლობა, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება მოხდეს

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებთან მიმართებით, ამ მომენტისთვის ობიექტურად არსებობს შესაძლებლობა, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის მოხდეს შეთანხმება, ვინაიდან ნაბიჯები ყველა მხრიდან არის გადადგმული.

როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხთან მიმართებით უახლოეს დღეებში მორიგ შეხვედრას შეძლებენ.

„ვფიქრობ, უახლოეს დღეებში ჩვენ შევძლებთ, კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ და შეთანხმების მიღწევა ვცადოთ, ობიექტურად. ეს არის შესაძლებელი, ვინაიდან ხელისუფლების მხრიდან ყველა იმ მთავარ საკითხზე, რომელიც ოპოზიციის მხრიდან იყო დაყენებული, არსებობს შემხვედრი და სამართლიანი პოზიციები და წინადადებები. რაც შეეხება პროპორციების განაწილებას, 40%-იან პრინციპს, თუ სხვა საკითხებს, აქ მინდა ცალსახად გითხრათ ჩვენი პოლიტიკური ნება, ჩვენი გუნდის პოლიტიკური პოზიცია - ხელისუფლების პოზიცია არის, რომ ჩვენი ქვეყანა მზად არის გონივრული ნაბიჯები გადადგას პროპორციული არჩევნებისკენ, რომელიც 2024 წელს უნდა ჩატარდეს. ჩვენ მზად ვართ, 2020 წლის არჩევნებისთვის განვიხილოთ, მივიღოთ ისეთი პირობები და ავსახოთ ეს კანონმდებლობაში, რომელიც ჩაჯდება იმ ლოგიკაში და ტრაექტორიაში, რაც 2024 წელს სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ემსახურება. შესაბამისად, ამ ლოგიკის ფარგლებში, რასაკვირველია, ყველა სამართლიან და გონივრულ წინადადებას ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა ექნება“, - განაცხადა თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა