პროკურორი - 20 ივნისის საქმეზე დაკავებული 18 პირიდან საპროცესო შეთანხმება 13 პირს გაუფორმდა

20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებულების საქმის პროკურორის, ვაჟა თოდუას განცხადებით, დაკავებული 18 პირიდან საპროცესო შეთანხმება 13 პირს გაუფორმდა, დანარჩენების მიმართ კი საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

როგორც პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ვაჟა თოდუამ განუმარტა, საპროცესო შეთანხმების გაფორმების საფუძველი ბრალდებულებების მხრიდან მტკიცებულებების უდაოდ ცნობა და ბრალის აღიარება გახდა.

„სასამართლომ დღევანდელ პროცესზე მხარეებს შორის დადებული შეთანხმება დაამტკიცა, რომლის საფუძველზეც ბრალდებულები ცნობილი იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მათ აღიარეს წარდგენილი ბრალდება, უდაოდ გახადეს ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რაც სხვა გარემოებებთან ერთად გახდა საპროცესო შეთანხმების გაფორმების საფუძველი გახდა.

20-21 ივნისის საქმეზე სულ სისხლისამართლებრივ დევნა დაწყებული იყო 18 პირის მიმართ, მათგან 17-ს ბრალი წარედგინათ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობისათვის, ხოლო ერთ პირს მისი ხელმძღვანელობისათვის. აღნიშნული პირებიდან 14-მა წარდგენილი ბრალდება აღიარა, უდაოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებბულებები და უკვე 13 ადამიანს გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება. დანარჩენი პირების მიმართ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს“, - განაცხადა თოდუამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა