ზურაბ ჭიაბერაშვილი - მაია ცქიტიშვილმა თავი იმით დაგვამახსოვრა, რომ ის იყო ივანიშვილის ნების გამხმოვანებელი, ცალკეულ მინისტრთან კამათს აღარ ვაპირებთ

„ევროპული საქართველო” პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრის მოსმენას არ დაესწრება. ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ჭიაბერაშვილის თქმით, მისი პარტია „ქართული ოცნების” ცალკეულ მინისტრებთან, ცალკეულ დეტალებზე პარლამენტის ფორმატში დავას აღარ აპირებს.

„ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა საზოგადოებას თავი დაამახსოვრა იმით, რომ ის იყო მთავარი შემსრულებელი და გამხმოვანებელი ბიძინა ივანიშვილის ნების, რომ შეჩერებულიყო ანაკლიის პორტის მშენებლობა, ასევე მისი მინისტრობისას გრძელდება ის სამწუხარო ტრადიცია, როდესაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო ვერ ახერხებს გამოყოფილი ბიუჯეტის ათვისებას, მაშინ, როცა ქვეყანაში უამრავი საქმეა გადაკეთებელი და ჩვენ “ევროპული საქართველო” უკვე აღარ მივიჩნევთ საჭიროდ „ქართული ოცნების” ცალკეულ მინისტრთან, ცალკეულ დეტალებზე პარლამენტის ფორმატში დავას და კამათს, რადგან მიგვაჩნია, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ქართველ ხალხს უკვე გადაწყვეტილი აქვს მთლიანად ეს მთავრობა და ბიძინა ივანიშვილი მოვაცილოთ ხელისუფლებას, რადგან ინფრასტრუქტურის მშენებლობაც გაგრძელდეს, ანაკლიის პორტიც აშენდეს, სამუშაო ადგილებიც შეიქმნას, ფასებიც დასტაბილურდეს და მთლიანად ეს მთავრობაც წავიდეს წინ“, - განაცხადა ჭიბერაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტში დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს მოუსმენენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა