მოძრაობა „შეცვალეს” წევრებმა სუს-თან აქცია გამართეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან სამოქალაქო მოძრაობა „შეცვალეს” წევრებმა აქცია გამართეს.

აქტივისტების განცხადებით, აქციით აჭარის ტელევიზიას უცხადებენ მხარდაჭერას. მათ ადგილზე ბანერები მიიტანეს სახელწოდებით: „აჭარის ტელევიზიაში სუს-ია“, „სოლიდარობა დამოუკიდებელ ჟურნალისტებს , „დამოუკიდებელი მედია - დამოუკიდებელი ხალხი“ და სხვა.

„დღეს აჭარის ტელევიზიაში შესულია სუს-ი და ის ცდილობს ბიძინა ივანიშვილის დავალებით გააჩუმოს ის ტელეკომპანია, რომელიც გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. ის, რომ დღეს ქვეყანაში გაჭირვება, კრიმინალი და კორუფციაა, ამას ვერც ერთი ტელეარხის გამორთვით ვერ მოაგვარებს ბიძინა ივანიშვილი. უნდა ვიცოდეთ ყველამ, რომ თავისუფალი მედია ნიშნავს თავისუფალ საზოგადოებას და დემოკრატიულ ქვეყანას,“ - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე დიმიტრი ბიძინაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა