არჩილ თალაკვაძე - წერილები, ყურადღება ადასტურებს ერთადერთს, რომ საქართველოს აქვს დიდი მხარდაჭერა, მის მიმართ არსებობს ოპტიმიზმი და მაღალი ინტერესი

წერილები, ეს ყურადღება ადასტურებს ერთადერთს, რომ საქართველოს აქვს დიდი მხარდაჭერა, მის მიმართ არსებობს ოპტიმიზმი და მაღალი ინტერესი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს 26 ევროპარლამენტარის მიერ ხელმოწერილ წერილთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული წერილის ხელმომწერნი შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის“ "პირდაპირი პარტნიორები" არიან, თუმცა, ამას ხელისუფლებისთვის მნიშვნელობა არ აქვს და მათ პოზიციას ისინი აღიქვამენ, როგორც ქვეყნის მეგობრების პოზიციას.

"ევროპარლამენტიდან და ამერიკის კონგრესიდან პოლიტიკოსების შეფასებები, მათი წერილები და მათი მოსაზრებები, ეს არის ჩვენი მეგობრების მოსაზრება, მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტში შეიძლება ამ წერილის ხელმომწერნი არიან პირდაპირი პარტნიორები და დიდი ხნის თანამშრომლობა აქვთ "ნაციონალურ მოძრაობასთან". ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ, როგორც სახელისუფლებო პარტიას, დღეს გვაქვს დიალოგი ოპოზიციასთან და ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ხელისუფლებას აქვს მკაფიო პოზიცია 2020 წელს არჩევნები ჩაატაროს ისეთი სისტემით, რომელიც იქნება 2024 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლისკენ ლოგიკური და სამართლიანი ნაბიჯი.

ჩვენი პიზიცია არის ეს და ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, როცა დიალოგი დასრულდება და შედეგები იქნება ცნობილი, ჩვენი პარტნიორები კონგრესსა და ევროპარლამენტში, ამაზე დაყრდნობით გააკეთებენ საბოლოო შეფასებებს. ნებისმიერ შემთხვევაში დღეს ეს წერილები და ეს ყურადღება ადასტურებს ერთადერთს, რომ საქართველოს აქვს დიდი მხარდაჭერა და საქართველოს მიმართ არსებობს ოპტიმიზმი და მაღალი ინტერესი. ჩვენ ყველა ერთად, ყველა პილიტიკური პარტია ვალდებული ვართ, რომ ჩვენს მოქალაქეებს შევთავაზოთ ისეთი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ გადასვლას 2024 წლის პროპორციულ არჩევნებზე," - განაცხადა არჩილ თალკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის 26-მა წევრმა, რომელთაც მარკეტა გრეგოროვა ხელმძღვანელობს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას 5 მარტს წერილი გაუგზავნა. წერილი „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. წერილში ევროპარლამენტარები შეშოთებას გამოთქვამენ საქართელოს მიერ კანონის უზენაესობის და დემოკრატიული პრინციპების მიმართულებით უკან დახევის გამო. ისინი მწუხარებას გამოხატავენ, რომ საქართველომ ვერ შეძლო 2020 წლისთვის სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასულიყო და მოუწოდებენ ქვეყნის მთავრობას, შეასრულონ დაპირება და მიიღონ ზომები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისთვის დამატებითი „გადავადებების გარეშე“.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა