არჩილ თალაკვაძე - თუ 1 %-იანი ბარიერი პარლამენტში პლურალისტურ წარმომადგენლობას უზრუნველყოფს, მზად ვართ განვიხილოთ

ჩვენთვის ამოსავალი პრინციპია, რომ 2020 წლის და შემდეგი მოწვევის პარლამენტებში პლურალისტური წარმომადგენლობის უზრუნველყოფა მოხდეს. თუ ამას უზრუნველყოფს 1%-იანი ბარიერი, მზად ვართ ეს განვიხილოთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის დიდი ნაწილი დაბალი ბარიერის დაწესებას მხარს უჭერს. თალაკვაძის განცხადებით, შესაძლებელია, ბარიერის საკითხის განხილვა მოლაპარაკების მომდევნო რაუნდზე მოხდეს.

„ჩვენთვის ამოსავალი პრინციპია, რომ 2020 წლის და შემდეგი მოწვევის პარლამენტებში მოხდეს პლურალისტური წარმომადგენლობის უზრუნველყოფა. თუ ამას უზრუნველყოფს 1%-იანი ბარიერი, მზად ვართ ეს განვიხილოთ. ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ამასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებები დააფიქსირა ამ 3 დღის განმავლობაში და ვნახეთ, რომ ბევრი ოპოზიციური პარტია მხარს უჭერს მოლაპარაკების მაგიდაზე დადებულ პირობებს, მათ შორის შედარებით დაბალი ბარიერის დაწესებას. მზად ვართ, ბარიერის საკითხიც განვიხილოთ მოლაპარაკების შემდეგ რაუნდზე,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო