თბილისის მერია - საბურთალოს რაიონში საგზაო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში, ნესტან-დარეჯანისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების დამაკავშირებელი მონაკვეთის მოწესრიგება მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესბიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის, ასფალტის საფარის პირველი ფენა იგება. ასევე, ნიკო ბურისა და ნესტან-დარეჯანის ქუჩების დამაკავშირებელ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც უკვე დასრულდა ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგება.

„პროექტის ფარგლებში, ჯამში, 2 840 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. მიმდინარე სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ დაათვალიერა. აღნიშნულ ტერიტორიებზე ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა და მოსახლეობა გრუნტიანი გზით გადაადგილდებოდა.

საგზაო სამუშაოებს კომპანია „ლ ენდ ლ“ აწარმოებს. პროექტების განსახორციელებლად საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 200 000 ლარი გამოიყო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს