არჩილ თალაკვაძე - 5-ით მეტი მანდატი იქნება თუ ნაკლები პროპორციულ  ან მაჟორიტარულ ნაწილში, ახლა ეს ჩვენთვის მთავარი არ არის

მზად ვართ, ოპოზიციასთან ვისაუბროთ შემდეგი მოლაპარაკებების ფარგლებში იმ მოცემულობით, რასაც საარჩევნო ადმინისტრაციული საზღვრები და ჩვენი ქვეყნის გეოგრაფია იძლევა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განუცხადა. მისი თქმით, ახლა მეორეხარისხოვანი მნიშვნელობისაა 5-ით მეტი მანდატი იქნება თუ 5-ით ნაკლები მაჟორიტარულ ნაწილში.

„მაშინ, როდესაც დაცულია მთავარი პრინციპები, მაშინ, როდესაც კანონმდებლობის დახვეწის მზაობა გამოვთქვით, მანდატების რაოდენობა ხდება მეორეხარისხოვანი. 5-ით მეტი მანდატი იქნება თუ 5-ით ნაკლები პროპორციულ ნაწილში თუ მაჟორიტარულ ნაწილში - ახლა ეს ჩვენთვის არ არის მთავარი. მზად ვართ, ოპოზიციასთან ვისაუბროთ შემდეგი მოლაპარაკებების ფარგლებში იმ მოცემულობით, რასაც საარჩევნო ადმინისტრაციული საზღვრები და ჩვენი ქვეყნის გეოგრაფია იძლევა. ვფიქრობ, რაიმეს დათმობაზე პოლიტიკურმა პარტიებმა არ უნდა ილაპარაკონ, ვინაიდან არჩევნების საკითხი არ ეკუთვნის, რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. შესაბამისად, თუ ვინმე თვლის, რომ აქ რამეს თმობს, რამე მისი იყო და დღეს აღარ არის - არ მგონია, რომ ეს სწორი მიდგომა იყოს. არჩევნები ეკუთვნის ხალხს. შესაბამისად, პარტიების მოვალეობა არის ისეთ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება, რომელიც 2024 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ლოგიკას უზრუნველყოფს,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე ინფორმაციით, მოლაპარაკების მომდევნო რაუნდის თარიღი ჯერ დათქმული არ არის, თუმცა შეთანხმების ბოლო ვადა 9 მარტია.

„ვფიქრობ, ორშაბათამდე ჩვენ გვაქვს დრო, რომ შემდეგი შეხვედრა გავმართოთ და ვცადოთ საბოლოო შეთანხმების მიღწევა. ძალიან ახლოს ვართ შეთანხმებასთან. ყველა მხრიდან არის გადადგმული ნაბიჯები, რასაც ძალიან ვაფასებთ ჩვენც და ჩვენი პარტნიორები. მხარს ვუჭერთ დიალოგის წარმატებით დასრულებას. ამ მომენტისთვის შეხვედრა ჯერ დანიშნული არ არის. მზად ვართ შეხვედრისთვის ხვალაც, ზეგაც და ორშაბათსაც. ვფიქრობთ, რომ ნებისმიერი ფორმატი, სადაც შესაძლებელი იქნება არგუმენტების გაცვლა და შეთანხმების მიღწევა, სასურველია. ამიტომ ხელისუფლების მხრიდან სრული მზადყოფნაა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა